კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი - სიცოცხლის გადამრჩენი მოწყობილობა

გულის გარკვეული დაავადებისას, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია,

სიცოცხლისათვის საშიში არითმიების პროფილაქტიკის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად ითვლება. სახელმწიფო პროგრამის არარსებობისა და არასაკმარისი ფინანსური უზრუნველყოფის გამო, სამწუხაროდ, ბევრი ვერ ახერხებდა აღნიშნული კარდიოქირურგიული ოპერაციის გაკეთებას. სასიხარულოა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმის წყალობით, ამ სახის სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.

სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში, უსასყიდლოდ გადაცემული კარდიოდეფიბრილატორის ჩანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია განხორციელდა. როგორ და როდის შეიძლება მიიღოს პაციენტმა უსასყიდლოდ იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, ამ საკითხზე გვესაუბრება ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, თამარ მელიქიძე. 

იხილეთ ვრცლად