ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.
პროგრამით მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს:
✔️ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება სრულად, თანაგადახდის გარეშე, კომპონენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2021 წლის ბიუჯეტი - 7 000 000 ლარი;
✔️ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.
2021 წლის ბიუჯეტია 200 000 ლარი.
ამბულატორიული მომსახურება:
1. ჰემატოლოგის და სხვა სპეციალისტების კონსულტაცია;
2. სისხლდენებისა და სისხლჩაქცევების დროს სისხლის კომპონენტების, ჰემოსტატიკების და ფაქტორების ტრანსფუზია;
3. კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (მათ შორის, გამოკვლევები სწრაფი ტესტებით В და C ჰეპატიტებსა და აივ-ინფექციაზე);
4. სისხლის შედედების ფაქტორების გამოკვლევა;
5. თრომბოციტების ფუნქციური გამოკვლევა;
6. ფიზიოთერაპიული მომსახურება (ფიზიოთერაპიული ვარჯიშები).
სტაციონარული მომსახურება:
1. ჰემორაგიული დიათეზის შემთხვევებში, ჰოსპიტალური მომსახურება;
2. ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული ორთოპედიული მომსახურება. იხილეთ ვიდეო