გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება

 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას გულის თანდაყოლილი მანკით მკურნალობის კომპონენტი დაემატა. ბენეფიციართა დაფინანსების პროცესი გახდა უფრო მარტივი და სწრაფი.

• 100%-ით ფინანსდებიან: 18 წლამდე პირები, სოციალურად დაუცველები, დევნილები, საპენსიო ასაკის ვეტერანები, შშმ ვეტერანები და მიზნობრივი ჯგუფები;

• 90 %-ით - პენსიონერები;

• 80 %-ით - შშმ პირები, სტუდენტები;

• 70 %-ით - ყველა სხვა პირი.

თანდაყოლილი გულის მანკების ქირურგიული მკურნალობა ორ მიმართულებას მოიცავს - კათეტერიზაციასა და ქირურგიას. კათეტერიზაციის  ღირებულება 2065-დან 10406  ლარამდეა, ქირურგიული ოპერაციების - 7331-დან  47720-მდე.

წლიური დაფინანსების მოცულობა, დადგენილი ტარიფის ფარგლებში, ულიმიტოა.

დაფინანსება ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, კერძო სადაზღვევო პროგრამაში ჩართულ პირებზე.

გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობის კომპონენტი საყოველთაო ჯანდაცვაში 2022 წლის 15 ივნისს ინტეგრირდა. უკვე ჩატარებულია 125 ოპერაცია, რაც სახელმწიფომ მილიონზე მეტი ლარით დააფინანსა.

იხილეთ ვიდეო