ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, თამარ მელიქიძემ გადაცემაში პოსტ ალიონი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტებისთვის  იმპლანტირებადი დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემის პროცედურაზე ისაუბრა.

აპარატის გადაცემის პროცედურა მარტივია და პაციენტის უშუალო ჩართულობას არ საჭიროებს: ექიმი, შესაბამის ოპერაციაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში კონკრეტულ პაციენტზე ელექტრონულ განაცხადს აკეთებს, რომელსაც სააგენტო აკმაყოფილებს და უზრუნველყოფს დეფიბრილატორის სამედიცინო დაწესებულებისთვის  უფასო მიწოდებას დანიშნულების ადგილზე.

იხილეთ ვიდეო