საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ყველა ბენეფიციარს სმენის მაღალტექნოლოგიური იმპლანტირებადი აპარატი უსასყიდლოდ გადაეცემა
🔹სახელმწიფო შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა ბენეფიციარს კოხლეარულ იმპლანტს უფასოდ გადასცემს. კომპლექტის ღირებულება 45 000 ლარია.
🔹 სრულად ფინანსდება იმპლანტაციის შემდგომ 1-წლიანი რეაბილიტაცია და ოპერაციის ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი.
🔹პაციენტთა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში 2021 წლის 1-ელ აპრილს ინტეგრირდა.
🔹კოხლეარული იმპლანტები სმენის პრობლემების მქონე ბენეფიციარების მდგომარეობას ძირეულად ცვლის - ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ, ისინი ხმებს სრულფასოვნად აღიქვამენ, რაც მათ საზოგადოებაში მაღალი ხარისხით ინტეგრაციას განაპირობებს.
🔹კოხლეარული იმპლანტი შიგნითა ყურის რეცეპტორებს ანაცვლებს და სმენის ნერვისთვის ბგერის გადაცემას უზრუნველყოფს.