სპინალურ-კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ ყველა ბენეფიციარს ძვირადღირებული მედიკამენტი უსასყიდლოდ გადაეცემა

მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო - „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ პროგრამაში ცვლილებების შედეგად, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტისთვის მედიკამენტი უსასყიდლოდ გაიცემა.

პრეპარატის გამოყენება ხელს უწყობს სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას.

მედიკამენტის გაცემის პროცედურა მარტივია - ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ბენეფიციარის წარმომადგენელი, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, აფთიაქში წამალს უფასოდ მიიღებს.

ბენეფიციარების დაფინანსება უწყვეტად გაგრძელდება. იხილეთ ვიდეო