23 ივნისს შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების მისაღებად რეგისტრაცია იწყება
🔵 ჯანდაცვის სამინისტრომ შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორები (CGM) შეისყიდა და ბენეფიციარებს უფასოდ გადასცემს.
🔵კომპლექტი ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩამოვა, მათ მისაღებად რეგისტრაცია 23 ივნისს დაიწყება.
☑️მსურველებმა, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემისა და სენსორების მისაღებად, რეგისტრაცია ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში უნდა გაიარონ.
☑️რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოთ სააგენტოს ცენტრალურ აპარატს ან მის ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და შეავსოთ დადგენილი ფორმის განცხადება (ოფისების მისამართები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე - https://bit.ly/3zTtybk ).
დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
✔ იმ შემთხვევაში, თუ პირი უკვე რეგისტრირებულია პროგრამის მოსარგებლედ - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი). წარმომადგენლის მეშვეობით მიმართვისას, დამატებით - წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
✔ იმ შემთხვევაში, თუ პირი არ არის რეგისტრირებული პროგრამაში და რეგისტრაციის მიზნით, სააგენტოს პირველად მიმართავს - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ასლი) და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის დედანი (ფორმა N IV-100/ა), რომელიც უნდა მოიცავდეს შაქრიანი დიაბეტი ტიპი I -ის დადასტურებულ დიაგნოზს, ICD-10 -ის მითითებით. წარმომადგენლის მეშვეობით მიმართვისას, დამატებით, წარდგენილ უნდა იქნეს წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი).
🔵 კომპლექტისა და სენსორების გაცემა განხორციელდება რიგითობით, განცხადების რეგისტრაციის თარიღების მიხედვით.
🔵 ბენეფიციარი, პირველ ჯერზე, კომპლექტსა და სენსორებს (5 ცალი) მიიღებს იმ მიმწოდებელთან, რომელსაც განაცხადების ფორმაში მონიშნავს. ამასთან, განხორციელდება სენსორის დამაგრება, კონსულტაცია, ინსტრუქტაჟი…
🔵 ყოველ მომდევნო ეტაპზე, ბენეფიციარს სენსორები გადაეცემა აფთიაქის მიერ, ასევე, მიმწოდებლის მეშვეობითაც, ბენეფიციარის მხრიდან დაფიქსირებული სურვილის შესაბამისად.