საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა პირებმა, სამედიცინო მომსახურების მისაღებად,  მიმართეთ  ოჯახის ან სოფლის ექიმს.

✔️ ის აფასებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, აწარმოებს თქვენზე უწყვეტმეთვალყურეობას, გეხმარებათ სამედიცინო მომსახურების დროულად და მართებულად შერჩევაში;

 ✔️ საჭიროებისამებრ, გინიშნავთ კონსულტაციას შემდეგ სპეციალისტებთან: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, უროლოგი, ქირურგი;

✔️  ექიმის დანიშნულებით, ჩაიტარებთ კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:

🔹სისხლის საერთო ანალიზი;
🔹შარდის საერთო ანალიზი;
🔹გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
🔹კრეატინინი;
🔹ჰემოგლობინი;
🔹ქოლესტერინი სისხლში;
🔹შრატში ლიპიდების განსაზღვრა;
🔹განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
🔹პროთრომბინის დრო;
🔹ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST);
🔹ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH);

 ✔️ექიმი გაძლევთ მიმართვას ამბულატორიულ-ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე:

🔹ელექტროკარდიოგრაფია;
🔹საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია;
🔹შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია;
🔹გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია - ფილტვებისა და შუასაყრის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია;
🔹ძვლების რენტგენოგრაფია;

 ✔️ექიმი ნიშნავს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ქრონიკულ მედიკამენტებს;

🔹უზრუნველყოფს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებულ პროფილაქტიკურ აცრებს;

🔹სამედიცინო საჭიროების შემთხევევაში, ოჯახის ექიმი ბინაზე მოგემსახურებათ.

🔈 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებაში  რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ პორტალზე: ambulatoria.moh.gov.ge