ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა თამარ მელიქიძემ  და  ჯეს-ის მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ირინე გობეჯიშვილმა  იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრეს

🔵 ჯანდაცვის სამინისტრო 40-ზე მეტი იშვიათი დაავადებისა და სინდრომის მკურნალობასა და მედიკამენტურ მხარდაჭერას აფინანსებს.
🔵 პროგრამა მუდმივად ფართოვდება, შედარებისთვის: 2014 წელს  ბენეფიციარებისთვის 4 500 000 ლარი იყო გამოყოფილი, 2021 წელს პროგრამის ბიუჯეტი  12 500 000 ლარამდე გაიზარდა, აქედან, 11 830 000 ლარი მედიკამენტებისთვისაა გათვალისწინებული.
🔵ევროპული სტანდარტით, იშვიათად ითვლება დაავადება, რომლითაც ყოველი 2000 ადამიანიდან  ერთი ავადობს.

იხილეთ ვიდეო