ჭკვიანი მოწყობილობა გულისთვის - გადაცემა „ახალი კვირა“  უფასო დეფიბრილატორის ჩანერგვის პირველ ოპერაციასა და საყოველთაო ჯანდაცვის უპრეცედენტო პროექტზე

პირველი პაციენტი, რომელსაც სახელმწიფოსგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  გულის არითმიის აპარატი უსასყიდლოდ გადაეცა, 58 წლის ლალი ბუცხრიკიძეა. ის სოციალურად დაუცველია და კახეთის სოფელ ვანთაში ცხოვრობს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

რეფორმით გატარებულმა ცვლილებებმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სხვადასხვა კლინიკაში ამ და სხვა მომსახურებაზე ტარიფების გათანაბრებამ პაციენტის თანაგადახდის წილი საგრძნობლად შეამცირა, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

შედარებისთვის, პაციენტ ლალი ბუცხრიკიძის განმარტებით, პროექტის დანერგვამდე, კლინიკამ ოპერაცია 25 000 ლარი დაუფასა - 10 000 ლარი მას უნდა გადაეხადა, ხოლო სახელმწიფო 15 000 ლარს ფარავდა. საყოველთაო ჯანდაცვის კარდიოქირურგიული კომპონენტის და ახლად დანერგილი პროექტის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებისა და აპარატის ღირებულება ჯანდაცვის სამინისტრომ სრულად დააფინანსა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარს ოპერაცია უფასოდ გაუკეთდა.

მოქალაქეებს, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად, ლინიკებისთვის მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა უწევთ, რომლის ოდენობა, სოციალური სტატუსის შესაბამისად, 0-დან 20 პროცენტამდე განისაზღვრება.

იხილეთ ვიდეო.