საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა - ამოქმედდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ღვიძლის ტრანსპლანტაციის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის წლიური ბიუჯეტი 1 565 000 ლარია.

თანადაფინანსების ოდენობა 70 000 ლარამდეა.

აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები, გარდა ქ. თბილისში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული პირებისა. 

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.

მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, მოსარგებლე პირმა/მისმა წარმომადგენელმა,  უნდა მიმართოს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს დაფინანსების მისაღებად საჭირო შემდეგი დოკუმენტაცია:

 ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის:

• მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, ასევე იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარეთ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• არასრულწლოვნის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობი სდამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი) ასლი, აგრეთვე, არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი;

• ფორმა №IV-100/ა (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ICD-10 კლასიფიკატორების შესაბამისად);

• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭოს ან სასამართლოს თანხმობა ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღების შესახებ;

•მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან - მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი).

იხილეთ ვიდეო