სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარებ

რა არის სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამა?

პროგრამის მიზანია სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და გადაუდებელი მდგომარეობების დროს გართულებებისა და ლეტალური გამოსავლის შემცირება, მოსახლეობის უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის გზით.

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

პროგრამის მოსარგებლენი არიან:

  • სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსახლეობა;
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები

 რას მოიცავს პროგრამა?

  • სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდებას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტებითა და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნებით;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ტრანსპორტირებისათვის მინიმალური მოთხოვნების უზრუნველყოფას;
  • საჭიროების შემთხვევაში - სამედიცინო ჩვენებით, პაციენტის პოსპიტალიზაციის უზრუნველყოფას შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში.

აღნიშნული მომსახურებები ფინანსდება სრულად, პროგრამის ფარგლებში და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

ვის უნდა მიმართოთ მომსახურების მისაღებად?

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მისაღებად, საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართოთ მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას ან/და გამოძახებულ იქნეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ნომრიდან 112.

იხილეთ  პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი კლინიკების ჩამონათვალი.

,,2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N828 დადგენილება