ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა

რა არის სახელმწიფო პროგრამის - ,,ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობ" მიზანი?

პროგრამის მიზანია ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირება.

რა მომსახურებას მოიცავს პროგრამა?

  • სტაციონარული დეტოქსიკაციას და პირველად რეაბილიტაციას;
  • ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებას და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფას ქ. თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფას;
  • №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფას;
  • ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარულ მომსახურებას, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

 ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

პროგრამის მოსარგებლე არიან:

  • საქართველოს მოქალაქეები;
  • ასევე, ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მოსარგებლეები შეიძლება იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გამომგზავრების მომენტისთვის ჩართული იყვნენ უცხოეთში მოქმედ ჩანაცვლებით პროგრამებში;
  • ასევე, 2017 წლის 1 ივლისამდე, შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მეთადონით ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად.

დამატებითი ინფორმაციისათვის:

სსიპ - ჯანმრთლობის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში, პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას, განცხადებით მომართვის შესაბამისი რიგითობის დაცვით.

„სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში, მომსახურების მიღების მსურველი ან დაინტერესებული პირი სააგენტოში წარადგენს დადგენილი ფორმის შევსებულ განცხადებას, რომელსაც უნდა ერთვოდეს:

  • მომსახურების მიღების მსურველი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან დაბადების მოწმობის ასლი (დაინტერესებული პირის მომართვის შემთხვევაში, ასევე, მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
  • კომპონენტის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა NIV-100/ა (ფორმა NIV-100/ა გაცემული უნდა იყოს განცხადებით მომართვამდე, არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

მიმწოდებელთან თავისუფალი ტექნიკური რესურსის წარმოქმნისას, ბენეფიციარები დაკმაყოფილდებიან მომართვის თარიღის შესაბამისი რიგითობის და კომპონენტის ფარგლებში არსებული წლიური ასანაზღაურებელი თანხის 1/12-ის გათვალისწინებით.

თანხმობის წერილის საფუძველზე, პროგრამაში მონაწილე მიმწოდებელ დაწესებულებაში მკურნალობის დაწყება (დასტურდება მიმწოდებლის მიერ შემთხვევაზე გაკეთებულ შეტყობინებაში ასახული, პაციენტის მიმართვის თარიღით) უნდა განხორციელდეს თანხმობის წერილის გაცემიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომლოდინე კარგავს მოპოვებულ რიგს, ხოლო თანხმობის წერილი ჩაითვლება ძალადაკარგულად და განმახორციელებელს ეხსნება მომლოდინისა და მიმწოდებლის წინაშე მომსახურების ანაზღაურების პასუხისმგებლობა.

ჩანაცვლებითი თერაპიის კომპონენტის ფარგლებში პაციენტთა ჩართვისას, უპირატესობა ენიჭება მეთადონის გამოყენებას, თუკი არ არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული წინააღმდეგობები მეთადონის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ბუპრენორფინ-ნალოქსონით ჩანაცვლებით თერაპიაში პაციენტების ჩართვა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში:

  • პაციენტის ასაკი 25 წელზე ნაკლები;
  • დადასტურებულია მეთადონის მიმართ პაციენტის ინტოლერანტობა;
  • არის კლინიკური ჩვენებები, როდესაც დასტურდება მეთადონის გამოყენების უკუჩვენება.

როგორ ხდება პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება?

  • „სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში, მომსახურება ფინანსდება სრულად სახელმწიფოს მხრიდან.
  • ამასთან, სამედიცინო რეაბილიტაცია უტარდებათ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, ვისაც ამავე კომპონენტის ფარგლებში, ჩატარებული აქვთ სტაციონარული დეტოქსიკაცია. სტაციონარული დეტოქსიკაციისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ჩატარებას შორის გასული ვადა არ აღემატება 14 კალენდარულ დღეს.
  • ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდება ხორციელდება თანაგადახდის გარეშე.
  • „ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის შესყიდვის კომპონენტის“ ფარგლებში, მედიკამენტებით პროგრამის მოსარგებლეთა უზრუნველყოფა ხდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე), კომპონენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
  • ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების ფარგლებში, მოსარგებლის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს ფაქტობრივი ხარჯის 10%-ს.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

    იხილეთ  პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი კლინიკების ჩამონათვალი.

     

    2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N828 დადგენილება.