ვის შეუძლია მიიღოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები?
- პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს;
- მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი (ქალი - 60 წლიდან, მამაკაცი - 65 წლიდან);
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი),
- ვეტერანი;
- პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;
- ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;
- გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.
შენიშვნა: 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის გათვალისწინებულია ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები.
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას:
- გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
- ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
- დიაბეტი (ტიპი II);
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
- ეპილეფსია;
- პარკინსონის დაავადება.
პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების წლიური ლიმიტი, პროგრამით გათვალისწინებული დაავადებების შესაბამისად:
დაავადებები |
წლიური ლიმიტი ლარში |
გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები |
200 |
ფილტვის ქრონიკული დაავადებები |
300 |
დიაბეტი (ტიპი II) |
40 |
ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები |
20 |
პარკინსონი |
400 |
ეპილეფსია |
300 |
პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ანაზღაურების პირობები
მედიკამენტების შეძენისას, წლიური ლიმიტის ფარგლებში, ღირებულების 100 %-ის დაფინანსებით ისარგებლებს:
- პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს;
- პენსიონერი;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი);
- ვეტერანი;
- გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.
მედიკამენტების შეძენისას, წლიური ლიმიტის ფარგლებში, ღირებულების 75 %-ის დაფინანსებით ისარგებლებს:
- პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;
- ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქე.
0-5 წლამდე ასაკის ბავშვი მედიკამენტების შეძენისას, წლიური ლიმიტის ფარგლებში, ღირებულების 50 %-ის დაფინანსებით ისარგებლებს. წლიური ლიმიტი 0 - 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს 50 ლარს, ხოლო 0 - 5 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებისათვის - 100 ლარს.
როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში?
პროგრამაში ჩართული ფარმაცევტული დაწესებულებებია: პსპ, ჯიპისი, ფარმადეპო, ავერსი
პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ აქ:
დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში.