ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობ

რა არის სახელმწიფო პროგრამის ,,ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობ" მიზანი?

პროგრამის მიზანია ინკურაბელური პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება პალიატიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის კომპონენტის შემთხვევაში - თბილისის, ქუთაისის, ოზურგეთის, გორის, თელავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე ინკურაბელური პაციენტები, რომელთაც სიცოცხლის დასასრულს ესაჭიროებათ სპეციალიზებული პალიატიური მზრუნველობა:

  • მე-4 კლინიკური ჯგუფის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულნი;
  • ტერმინალურ სტადიაში მყოფი შიდსით დაავადებულნი;
  • არაონკოლოგიური ქრონიკული მოპროგრესირე სენით დაავადებულნი ტერმინალურ სტადიაში.

ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარულ პალიატიური მზრუნველობისა და სიმპტომური მკურნალობის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან:

  • საქართველოს მოქალაქეები, გარდა ტუბერკულოზით დაავადებული ინკურაბელური პაციენტებისა;
  • საქართველოს მოქალაქე შიდსით დაავადებული ინკურაბელური პაციენტები.

მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

რას მოიცავს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება?

ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს:

  • ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიულ პალიატიურ მზრუნველობას, რომელიც ითვალისწინებს თბილისის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის და გორის მუნიციპალიტეტებში ინკურაბელურ პაციენტთა ბინაზე ამბულატორიულ პალიატიურ მზრუნველობას (თვეში არაუმეტეს 8 ვიზიტისა პაციენტთან). მომსახურება გრძელდება არაუმეტეს 6 თვისა;
  • ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული-პალიატიურ მზრუნველობას და სიმპტომურ მკურნალობას.

როგორ ხდება როგრამის ანაზღაურება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

  • ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის სრული (100%-იანი) დაფინანსება ხდება სახელმწიფოს მხრიდან;
  • ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების ერთეულია საწოლდღე, რომლის მაქსიმალური ღირებულება შეადგენს 75 ლარს:
  • პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 70%, ხოლო მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს;
  • ამასთან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის.

ღნიშნულ მოსარგებლეებში იგულისხმება:

  • 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვები;
  • 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალები და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცები (საპენსიო ასაკის მოსახლეობა);
  • სტუდენტები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 80%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს; საპენსიო ასაკის პირებისთვის პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 90%. მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10%-ს.

თანაგადახდას არ ექვემდებარება ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება:

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

  • "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (იხ. დანართი);
  • "" ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებიდან: 0-5 წლის ჩათვლით ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის; ასაკით პენსიონერი ვეტერანებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანებისათვის; შიდსით დაავადებული პირებისათვის.

პროგრამის მოსარგებლეთათვის ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე).

ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ იმ დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას.

იხილეთ  პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი კლინიკების ჩამონათვალი.

,,2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N828 დადგენილება