დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცი

რა არის სახელმწიფო პროგრამა   „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“?

პროგრამის მიზანია თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება.

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

პროგრამის მოსარგებლეები არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი სხვა პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.

მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი.

რას მოიცავს სახელმწიფო პროგრამა?

პროგრამა ითვალისწინებს:

  • ჰემოდიალიზით უზრუნველყოფას, მათ შორის:
  • ნეფროლოგის კონსულტაციას;
  • კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევებს, საჭიროების მიხედვით;
  • მედიკამენტებით უზრუნველყოფას - საჭიროების შემთხვევაში;
  • ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
  • სისხლძარღვოვანი მიდგომის უზრუნველყოფას, საჭიროებისამებრ;
  • პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფას, მათ შორის:
  • ნეფროლოგის კონსულტაციაა;
  • კათეტერის იმპლანტაცია/ექსპლანტაციას, საჭიროებისამებრ;
  • კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევებს - საჭიროების მიხედვით;
  • მედიკამენტებით უზრუნველყოფაა - საჭიროების შემთხვევაში;
  • ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
  • ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდებას;
  • თირკმლის ტრანსპლანტაცია - თირკმლის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებას.

ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

დიალიზის მომსახურების მისაღებად, უნდა მიმართოთ ჯანმრთელობის ეროვნულ  სააგენტოს და შეავსოთ დადგენილი ფორმის განცხადება, რომელსაც დაურთავთ პროგრამის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ფორმა NIV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად) და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ან დაბადების მოწმობის) ქსეროასლს (როგორც განმცხადებლის, ისე დიალიზის მიმღები პირის, თუ განცხადება შემოაქვს დაინტერესებულ პირს).

დამატებითი პირობები:

ჯანმრთლობის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, მოგაწოდოთ ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ტექნიკური რესურსების შესახებ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. მომსახურების უფლებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მომართვის რიგითობის მიხედვით.

თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი მეთოდის მეორეთი ჩანაცვლება ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების წარმოდგენის შემთხვევაში.

თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, უნდა მიაკითხოთ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას და ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგინოთ ჯანმრთელობის ეროვნულ  სააგენტოში.

როგორ ხდება პროგრამის ანაზღაურება?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს.

იხილეთ  პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი კლინიკების ჩამონათვალი.

,2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N828 დადგენილება