ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურებ

რა არის სახელმწიფო პროგრამა - „ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“?

პროგრამის მიზანია 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

ვის შეუძლია ისარგებლოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით?

პროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრებიან (ამ დიაგნოზის მქონე) 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები.

როგორ ერთვება ბენეფიციარი პროგრამაში?

  • შესაბამისი დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში, ბენეფიციარი იგზავნება აღნიშნული პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებაში (მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, მისამართი: ლუბლიანას ქ. 2/6, ქ. თბილისი, საქართველო).
  • ბენეფიციარი იღებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამედიცინო სერვისს, როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ მომსახურებას.
  • პროგრამის მიმწოდებელი ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გაწეული სერვისის შესახებ ინფორმაციას თავად წარადგენს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში.

რას მოიცავს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება?

პროგრამა მოიცავს ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას, გარდა, შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვითი პროგრამული მომსახურებებისა.

როგორ ხდება პროგრამის ანაზღაურება?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციარის მხრიდან.

იხილეთ  პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი კლინიკების ჩამონათვალი.

,2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N828 დადგენილება