კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი

კანდიდატს, რომელმაც ვერ გაიარა ღია ან დახურული კონკურსის პირველი ეტაპი, უფლება აქვს, ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, წერილობითი განცხადებით მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს, კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების გადამოწმების მოთხოვნით.

ბიურო ვალდებულია, კანდიდატის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ და შედეგები დაუყოვნებლივ აცნობოს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკონკურსო კომისიას, ასევე კანდიდატს.

თუ საჯარო სამსახურის ბიურო დაადგენს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობას, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკონკურსო კომისია ვალდებულია, დაუშვას კანდიდატი კონკურსის მომდევნო ეტაპზე.

კონკურსის მონაწილე კანდიდატს ასევე აქვს უფლება, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.